English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ გიორგი ბერულავა ირმა დიხამინჯია ნათია ღვინჯილია
მიგრაციის მიკროეკონომიკური ეფექტები შრომის ბაზარზე: საქართველოს მაგალითზე

რეზიუმე

წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია საქართველოში  მიგრაციას და შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის ბაზარზე მოქმედებას შორის ურთიერთკავშირი. ქართული ოჯახების კვლევის საფუძველზე შევეცადეთ პასუხი გაგვეცა ეკონომიკურ ლიტერატურაში შედარებით შეუსწავლელ საკითხებზე. პირველი, ჩვენ გამოვიყენეთ ინსტრუმენტული ცვლადების მეთოდიკა მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად მიგრაციას და შრომის მიწოდებას შორის საქართველოში. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო მიგრაცია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შინ დარჩენილი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებებს შრომის ბაზარზე მონაწილეობის შესახებ და ეს გადაწყვეტილებები არსებითად განსხვავდება სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით. მეორე, შევისწავლეთ მიგრანტების გამგზავნი ოჯახის წევრების არააქტიურობის ალტერნატიული განმარტებები. წინამდებარე კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მიგრაცია იწვევს შინ დარჩენილი ოჯახის წევრების არააქტიურობას ძირითადად შრომის ჩანაცვლების ან განათლების მიღების ეფექტის მეშვეობით.

საკვანძო სიტყვები: მიგრაცია, შრომის მიწოდება, დროის განაწილება, საქართველო

შესავალი

1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიგრაცია საქართველოში სოციო-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. მიგრაციის პროცესს საქართველოში მთელმა რიგმა გარემოებებმა შეუწყო ხელი, მათ შორის პოლიტიკურმა და ეთნიკურმა კონფლიქტებმა, რასაც  შედეგად ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მოჰყვა; ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ მოტივებსაც, რაც ეროვნული ეკონომიკის გაუარესებამ გამოიწვია [Gerber & Torosyan, 2013]. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, დაახლოებით 867.6 ათასი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში საქართველოდან 1991-2005 წლებში. საერთაშორისო მიგრაციის ზრდასთან ერთად, ფულადი გზავნილების შემოდინება ქართულ ეკონომიკაში მკვეთრად გაიზარდა. 2015 წელს უცხოეთიდან გზავნილების სუფთა რაოდენობამ დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მშპ-ს 10.4% შეადგინა [OECD/CRRC-Georgia, 2017]. სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, მიგრაციის და ფულადი გზავნილების მაღალ დონეს საქართველოში, სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებით გავლენასთან ერთად, შესაძლოა უარყოფითი გავლენაც მოეხდინა სამუშაო ბაზრის ფუნქციონირებაზე.

განვითარებად ქვეყნებში შრომის ბაზრის ცუდი მუშაობა ჩვეულებრივ დაკავშირებულია მიგრაციის მაღალ დონესთან [Kim, 2007]. სამეცნიერო ლიტერატურიდან კარგად არის ცნობილი, რომ საერთაშორისო მიგრაციამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შრომითი ბაზრის მუშაობაზე ორი სახით [Rodriguez & Tiongson, 2001]. პირველი, იგი პირდაპირ ამცირებს მუშახელს, როდესაც შრომის ბაზრის პოტენციური მონაწილე საზღვარგარეთ ემიგრაციაში მიემგზავრება. მეორე, ფულადი გადმორიცხვების შემოსვლამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არამიგრანტებზე. ამგვარად, საერთაშორისო ემიგრაციიდან შემოსული გზავნილები შესაძლოა განიხლოს საქართველოში შრომის ბაზრის ცუდად ფუნქციონირების ერთ-ერთ ფაქტორად [Berulava & Chikava, 2012].

საქართველოში ფულადი გზავნილების არსებული კვლევების უმრავლესობა უმთავრესად დაკავშირებული იყო მათ გავლენაზე გარე ბალანსზე და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა, საქართველოში მიგრაციის მიკროეკონომიკური ეფექტი შრომის ბაზარზე შედარებით შეუსწავლელი რჩებოდა. მაგალითად, საქართვლოში არც ერთ არსებულ კვლევაში არ არის განხილული ენდოგენურობის საკითხები ოჯახის გადაწყვეტილებებზე მიგრაციის/ფულადი გზავნილების ეფექტის შესწავლისას. ამგვარად, აღნიშნული კვლევების შედეგებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ენდოგენურობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ამიტომ, მიზეზობრივი კავშირი მიგრაციას და შრომის ბაზარს შორის საქართველოში კვლავ შეუსწავლელია. ამასთან, არსებობს არამიგრანტების შრომის ბაზარზე ქცევის სხვა გამომწვევი მიზეზები, რომლებიც შედარებით შეუსწავლელია საქართველოს კონტექსტში. კერძოდ, ემიგრანტების შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის ბაზარზე არააქტიურობის მიზეზები (იგი გამოწვეულია სტიმულის არარსებობით, საოჯახო საქმეების ჩანაცვლებით თუ განათლების ეფექტებით) საჭიროებს შემდგომ კვლევას. წინამდებარე ნაშრომში, ქართული ოჯახების კვლევის საფუძველზე ვგეგმავთ ამ სფეროს კვლევაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას შემდეგი საკითხების შესწავლით:                                                    

  • მიგრაციის ეფექტი შინ დარჩენილი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებაზე შრომის ბაზარზე მონაწილეობის/არააქტიურობის შესახებ, სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით;                                                                                                                                                                    
  • ემიგრანტების ოჯახების შრომის ბაზარზე არააქტიურობის მიზეზები (კერძოდ, ვცდილობთ დავადგინოთ, ეს არააქტიურობა ფულადი გზავნილებისგან მიღებული დამატებითი შემოსავლით არის გამოწვეული, მოვალეობების/საშინაო საქმეების ჩანაცვლებით თუ განათლების ეფექტით);

ნაშრომის დანარჩენი ნაწილი შემდეგნაირად არის შედგენილი: პირველი ნაწილი იკვლევს მიგრაცია-შრომის ბაზართან დაკავშირებული ქცევითი ურთიერთობების სფეროში განხორციელებული კვლევების შესახებ არსებულ ლიტერატურას. ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე ყალიბდება კვლევის კითხვები და მიზნები. მე-2 ნაწილში ყურადღება ეთმობა კვლევის მეთოდოლოგიას, მათ შორის ემპირიულ სტრატეგიას და მეთოდოლოგიას. კვლევაში გამოყენებული მონაცემები და ცვლადების მახასიათებლები აღწერილია მესამე ნაწილში.  მეოთხე ნაწილი მოიცავს კვლევის შედეგების ანალიზს, ხოლო საბოლოო დასკვნები მოცემულია მეექვსე  ნაწილში. 

1. ლიტერატურის მიმოხილვა

სამეცნიერო ლიტერატურის სწრაფად მზარდი მოცულობა აღიარებს მიგრაციის და ფულადი გზავნილების გავლენას ოჯახის შინ დარჩენილი წევრების ქცევაზე შრომის ბაზარზე, როგორიცაა: შრომაში მონაწილეობის მაჩვენებელი, მიწოდებული სამუშაო საათების რაოდენობა, დასაქმების ტიპები, საგანმანათლებლო მიღწევები და ა.შ. მიგრაციასა და შრომის ბაზრის შედეგებს შორის კავშირის დასაბუთება ეყრდნობა შრომის ეკონომიკას, რომლის მიხედვითაც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ოჯახის ინდივიდუალური წევრების გადაწყვეტილებები მუშაობის/დასვენების შესახებ ერთმანეთისგან გამიჯნული იყოს [Chiappori, 1988; Chiappori, Fortin, & Lacroix, 2002; Fortin & Lacroix, 1997; Blundell, Chiappori, Magnac & Meghir, 2007]. აღნიშნულ ვარაუდზე დაყრდნობით, ეკონომიკური ლიტერატურა განსაზღვრავს მთელ რიგ გზებს, რომელთა მეშვეობითაც მიგრაციამ და ფულადმა გზავნილებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ემიგრანტების შინ დარჩენილი ოჯახის წევრების ქცევაზე შრომით ბაზარზე [Rodriguez & Tiongson, 2001; Görlich, Mahmoud, & Trebesch, 2007; Amuedo-Dorantes, 2006]. პირველ რიგში, კონკრეტულ ოჯახში დავალებების განაწილების მიხედვით, მიგრაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ემიგრანტების შინ დარჩენილი ნათესავების შრომით გადაწყვეტილებებზე ორივე მიმართულებით. მაგალითად, თუ ემიგრანტი და ოჯახის არამიგრანტი წევრი ასრულებენ კომპლემენტარულ სამუშაოებს, ოჯახის ერთ-ერთი წევრის საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასვლამ შესაძლოა გამოიწვიოს შინ დარჩენილი წევრის სამუშაოს გაზრდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, შრომის მოცულობა შესაძლოა შემცირდეს, თუ მოცემული პირები ასრულებდნენ ჩანაცვლების სამუშაოებს საოჯახო წარმოების ფარგლებში [Rodriguez & Tiongson, 2001]. მეორე, მიგრაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ფულად გზავნილებთან, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს არაშრომით შემოსავალს ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის. ეკონომიკური თეორიიდან კარგად არის ცნობილი, რომ შემოსავლის ეფექტმა, ზოგადად, შესაძლოა გამოიწვიოს შრომის მოცულობის შემცირება არაშრომითი შემოსავლის ზრდის პირობებში და პირიქით  [Airola, 2008].  ამგვარად, ფულადი გზავნილებით მიღებულმა ზედმეტმა თანხებმა შესალოა შეამციროს არამიგრანტი ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული შრომის მოცულობა. მესამე, მიგრაციამ და ფულადმა გზავნილებმა შესაძლოა მოახდინოს არამიგრანტების თვითდასაქმების მაჩვენებლების სტიმულაცია. მთელი რიგი ემპირიული კვლევები გვიჩვენებს, რომ ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმოების ხელშეწყობაში, ხსნის რა კაპიტალის შეზღუდვებს განვითარებად ქვეყნებში [Amuedo-Dorantes, 2006; Woodruff & Zenteno, 2007]. მეოთხე, შინ დარჩენილ ოჯახის წევრებს, ძირითადად ახალგაზრდებს შეუძლიათ შეამცირონ საკუთარი მონაწილეობა შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მიღების მიზნით  [Görlich et al., 2007]. კვლევის დანარჩენ ნაწილში, პირველ რიგში განვიხილავთ არსებულ ემპირიულ შედეგებს მიგრაციის და ფულადი გზავნილების გავლენაზე შრომის ბაზარზე და წინამდებარე მიმოხილვის საფუძველზე ვაყალიბებთ კვლევის კითხვებს და მიზნებს. შრომის ბაზრისთვის ფულადი გზავნილების გავლენის ერთ-ერთი პირველი კვლევა მოცემულია ფუნკჰაუზერის მიერ ნიკარაგუაში მიგრაციის შესახებ ჩატარებულ კვლევაში[Funkhouser, 1992]. აღნიშნულ კვლევაში ავტორი ადგენს საერთაშორისო მიგრაციიდან მიღებული ფულადი გზავნილები უარყოფითად ოქმედებს შრომით მონაწილეობაზე ქალებში და ზრდის თვითდასაქმების მაჩვენებელს კაცებში. როდრიგესის და ტიონგსონის [Rodriguez&Tiongson, 2001] კვლევა აჩვენებს, რომ მიგრანტების და მათი არა-მიგრანტი ნათესავების გადაწყვეტილებები შრომასთან დაკავშირებით განუყოფელია. ფილიპინებზე მცხოვრები ოჯახების კვლევის მონაცემების საფუძველზე მათ დადგინეს, რომ მიგრაცია ამცირებს არამიგრანტების შრომით მონაწილეობას და მათ მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობას, ხოლო აღნიშული არმონაწილეობის ალბათობა განსხვავდება არმიგრანტების სქესის მიხედვით. თუმცა, ორივე კვლევა შეისწავლის შრომის მოცულობის მხოლოდ ექსტენსიურ სიდიდეებს შრომის მოცულობაზე მიგრაციის ეფექტის ინტენსიური სიდიდეები შესწავლილი იქნა ამუედო-დორანტესის და პოზოს კვლევაში [Amuedo-Dorantes & Pozo, 2006]. შემოსავლების და ხარჯების მექსიკური კვლევიდან მიღებული მონაცემების გამოყენებით ეს კვლევა შეისწავლის კავშირს ფულად გზავნილებს და  შრომის მოცულობას შორის სოფლად და ქალაქად მამაკაცების და ქალების მიერ შესრულებული სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისთვის. კვლევა ითვალისწინებს ფულადი გზავნილების ენდოგენურობას  და იკვლევს ფულადი გზავნილების გავლენას შრომის საათების რაოდენობასა და არადისკრეტულ გააწყვეტილებაზე შრომის ბაზარზე მონაწილეობის შესახებ. ავტორების მიერ მოპოვებული მონაცემებით, ფულადი გზავნილები დაკავშირებულია ქალების მუშაობის მთლიანად შემცირებასთან სოფლად და არაოფიციალურ სექტორში. ეს კვლევა ასევე გვიჩვენებს, რომ მიღებული ფულადი გადარიცხვების შედეგად ზოგადად მცირდება მამაკაცების მუშაობის მაჩვენებელი ოფიციალურ სექტორში და ურბანულ თვითდასაქმებაში. მეორე მხრივ, ფულადი გადარიცხვები დაკავშირებულია მამაკაცების არაოფიციალურ სექტორში დასაქმების შედარებით მაღალ მაჩვენებელთან.  ავტორებმა დაასკვნეს, რომ მამაკაცის შრომის შემთხვევაში ოჯახისგან მოშორებით ემიგრაციაში წასვლის უარყოფითი ეფექტი კომპენსირდება შემოსავლის ეფექტით, შესაბამისად, ფულადი გზავნილები მამაკაცის მუშაობას შემცირების ნაცვლად სხვადასხვა ტიპის დასაქმებაზე ანაწილებს. მექსიკური ოჯახების კვლევის საფუძველზე აიროლამ [Airola, 2008] დაადგინა, რომ საერთაშორსო მიგრაციის ფარგლებში ფულადი გზავნილების ზემოქმედება შრომაზე ისეთივეა, როგორც ნებისმიერი არაშრომითი შემოსავლის სხვა ფორმების ზემოქმედება შრომის ბაზრის შედეგებზე, რაც დასაბუთებულია სხვა შესაბამის კვლევებში. კერძოდ, კვლევა აჩვენებს, რომ ფულადი გზავნილის მიღება დაკავშირებულია მცირე ხანგრძლივობის სამუშაო საათებთან. ასევე, აკოსტას [Acosta, 2006] კვლევა აჩვენებს, რომ ელ სალვადორში მცხოვრები არა-მიგრანტების ქცევა, რომლებიც ფულად გზავნილებს იღებენ, განსხვავდება სქესის მიხედვით. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ფულადი გზავნილები იწვევს ქალის შრომის მაჩვენებლის ვარდნას, თუმცა გავლენას არ ახდენს მამაკაცების მონაწილეობაზე შრომაში. იამაიკაში ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის ფარგლებში კიმი [Kim, 2007] აჩვენებს, რომ ფულად გზავნილებს მძლავრი უარყოფითი გავლენა აქვს შრომაში მონაწილეობის ნიშნულზე, მაგრამ არა ყოველკვირეული სამუშაო საათების რაოდენობაზე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, შემოსავლის ეფექტთან ერთად, მიგრაციამ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს შრომის განაწილების ფორმებზე ოჯახში. მთელ რიგ კვლევებში დადგინდა საზღვარგარეთ მიგრაციის უარყოფითი ეფექტის მნიშვნელობა შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის მიწოდების მიმართ გამოვლენილ უპირატესობებზე. მაგალითად, მენდოლა და კარლეტო [Mendola & Carletto, 2009] ,,ალბანეთის ცხოვრების სტანდარტების განმსაზღვრელი კვლევიდან“ მიღებული მონაცემების გამოყენებით იკვლევენ მიგრაციიის ზემოქმედებას შრომით ქცევაზე სქესის მიხედვით ალბანეთში მცხოვრებ ოჯახებში. ამუედო-დორანტეს და პოზოს კვლევის [Amuedo-Dorantes & Pozo, 2006] მსგავსად, კვლევა ითვალისწინებს მიგრაციის და ფულადი გზავნილების პოტენციური ენდოგენურობის შეფასებას ინსტრუმენტული ცვლადების გამოყენებით. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ წარსულში განხორციელებულ და დღევანდელ მიგრაციას განსხვავებული ეფექტი აქვს მამაკაცების და ქალების შრომის ბაზრის შედეგებზე და მიგრაციის ეფექტები აღემატება გზავნილების ეფექტს.

კერძოდ, კვლევის თანახმად, დღევანდელი მიგრაცია ამცირებს ქალის ანაზღაურებადი შრომის მოცულობას და ზრდის არაანაზღაურებადი სამუშაოს მოცულობას, თუმცა, ქალის შემთხვევაში, რომელსაც წარსულში შეხება ჰქონდა მიგრაციასთან, გაცილებით დიდია თვითდასაქმების ალბათობა და ნაკლებია არაანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების ალბათობა. ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები განსხვავდება მამაკაცების შემთხვევაში.ყირგიზეთში კარიმშაკოვმა და სულაიმანმოვამ [Karymshakov & Sulaimanova, 2017] შეისწავლეს მიგრაციის გავლენა შინ დარჩენილი ქალების შრომის მოცულობასა და დროზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის წევრის მიგრაცია ზრდის შინ დარჩენილი ქალების არჩევანის ალბათობას ოჯახის არაანაზღაურებადი სამუშაოს, ასევე ამ საქმიანობისთვის გამოყოფილი საათების სასარგებლოდ. ასევე, მამაკაცების მიგრაციის უარყოფითი ეფექტი ქალების ანაზღაურებადი სამუშაოს მოცულობაზე დაფიქსირა ნეპალში  [Lokshin & Glinskaya, 2009], ფილიპინებზე [Cabegin, 2006] და ეგვიპტეში [Binzel & Assaad, 2011].

გორლიჩის და სხვების კვლევაში [Görlich et al., 2007] ნაჩვენებია იმედისმომცემი პერსპექტივა შემოსავლის და ჩანაცვლების ეფექტების როლის გაცნობიერებაში შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის მოცულობაზე მიგრაციის და ფულადი გზავნილების ეფექტის დადგენისას. ეს სტატია სადავოს ხდის ზოგადად მიღებულ მოსაზრებას, რომ ემიგრანტების ოჯახებში შრომის ბაზარზე მონაწილეობის შედარებით დაბალი დონე გამოწვეულია მხოლოდ მეტი დასვენების მიღების სურვილით. კერძოდ, ოჯახის შრომის ბაზრის შედეგებზე გავლენის განხილვისას ავტორები განასხვავებენ შრომის ბაზარზე არააქტიურობის შემდეგ სამ მიზეზს: 1) სტიმულის არარსებობა ან შემოსავლის ეფექტი, როდესაც შინ დარჩენილი ოჯახის წევრები მეტ დროს უთმობენ დასვენებას ფულადი გზავნილების შედეგად გაზრდილი შემოსავლის გამო; 2) შრომის ჩანაცვლების ეფექტი - შრომის ბაზარზე მუშაობის ჩანაცვლება საშინაო საქმეებით; და 3) განათლების ეფქტი, რაც ხსნის არააქტიურობას უმაღლესი განათლების მიღების პროცესში ჩართვით. მოლდოვას ოჯახების კვლევის საფუძველზე, სტიმულის არარსებობა სუსტ გავლენას ახდენს. პირიქით, ავტორები ამტკიცებენ, რომ ემიგრანტების ოჯახის წევრების არააქტიურობა ძირითადად აიხსნება ოჯახის საქმეების ჩანაცვლებით საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფ პირსა და შინ დარჩენილ არააქტიურ წევრებს შორის, ასევე, დიდია უმაღლესი განათლების მიღების ალბათობა. უნდა აღინიშნოს, რომ პერსპექტივა, რომლითაც აიხსნება შინ დარჩენილი ოჯახის წევრების არააქტიურობა, კვლავ შედარებით შეუსწავლელია ეკონომიკურ ლიტერატურაში და წარმოადგენს წინამდებარე კვლევის განსაკუთრებული ინტერესის საგანს. ზოგადად, ზემოთ აღწერილი კვლევების მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ მიგრაციას და ფულად გზავნილებს უარყოფითი ეფექტი აქვს შინ დარჩენილი ოჯახის წევრების მუშაობის მოცულობაზე, მაგრამ ამავდროულად ეს ეფექტი შესაძლოა განსხვავდებოდეს სქესის, სამუშაოს ტიპის და დასახლების ტიპის მიხედვით. ასევე, შემოსავლის ეფექტთან ერთად, ჩანაცვლების ეფექტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შინ დარჩენილ ოჯახის წევრებს შორის შრომის გადანაწილების თვალსაზრისით ბევრ ქვეყანაში.

მიმდინარე კვლევის ფარგლებში განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოში მიგრაცია-შრომის ბაზარს შორის არსებული ურთიერთობების შემსწავლელი კვლევების მიმოხილვა. სხვა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოში ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან ემიგრაციას დამოუკიდებლობის მოპოვების და ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. შრომის ბაზარზე შესაძლებლობების შემცირების და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ათასობით ადამიანი საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა მაღალანაზღაურებადი სამუშაოს საძებნელად. საერთაშორისო მიგრაციის მაჩვენებლების ზრდის პარალელურად მკვეთრად გაიზარდა საქართველოში ფულადი გზავნილების შემოდინება, რამაც გავლენა მოახდინა როგორც მაკროეკონომიკურ ვითარებაზე ქვეყანაში, ასევე ოჯახის სტრატეგიებზე მიკროდონეზე. დღემდე საქართველოში ჩატარებული კვლევები ფულადი გზავნილების შესახებ ძირითადად დაკავშირებული იყო მათ ეფექტზე გარე სავაჭრო ბალანსსა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. თუმცა, ძალიან მწირია ისეთი კვლევების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ოჯახის ქცვევაზე მიგრაციის და ფულადი გზავნილების ეფექტს შეისწავლის [Danzer & Dietz, 2009; Gerber & Torosyan, 2013; OECD/CRRC-Georgia, 2017]. დანზერი და დიეცი [Danzer and Dietz, 2009] იკვლევენ დროებითი შრომითი მიგრაციის ფორმებს და გამომწვევ მიზეზებს სომხეთში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში 2004 წელს განხორციელებული ევროკავშირის გაფართოების შემდეგ. მათი კვლევის შედეგად დგინდება, რომ  მიგრაციის სიხშირე, დანიშნულების ადგილის არჩევანი და მიგრაციის გამომწვევი  მიზეზები განსხვავებულია შედარებით ღარიბ და უკეთესი მატერიალური მდგომარეობის მქონე ქვეყნებს შორის. ავტორების თანახმად, მიგრაცია გამოიყენება როგორც ოჯახის დაზღვევა უმუშევრობისგან და დაკავშირებულია სიღარიბის შედარებით დაბალ მაჩვენებელთან. გერბერმა და ტოროსიანმა [Gerber and Torosyan, 2013] გამოიყენეს  მონაცემები კვლევიდან ,,Georgia on the Move“ და შეისწავლეს ფულადი გზავნილების ეფექტი ოჯახის ხარჯებზე, დანაზოგებზე, შრომის მოცულობაზე, ჯანდაცვასა და კეთილდღეობის სხვა მაჩვენებლებზე. მათ მიერ დაადგინეს, რომ საქართველოში ფულადი გზავნილები აუმჯობესებს ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას და მისი გავლენა გაცილებით მაღალია ურბანულ დასახლებებში. ავტორების თანახმად, ფულადი გზავნილები განაპირობებს სოციალური კაპიტალის შექმნას. ბოლო დროს ჩატარებული კვლევა [OECD/CRRC-Georgia, 2017] მოიცავს მიგრაციას, განვითარების საკითხებს და საჯარო პოლიტიკის ურთიერთკავშირის სიღრმისეულ შესწავლას საქართველოში. აღნიშნული კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მიგრაცია/ფულადი გზავნილების გავლენის კვლევას შრომის ბაზარზე საქართველოში. კერძოდ, კვლევის თანახმად, ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად ამცირებს ოჯახის შრომის მოცულობას როგორც სოფლად, ასევე ქალაქში, ამასთან, დიდია იმ ქალების უმუშევრობის ალბათობა, რომლებიც ფულადი გზავნილების მიმღებ ოჯახებში ცხოვრობენ. კვლევის თანახმად, უმუშევრობის ალბათობა ასევე, მაღალია იმ მამაკაცების შემთხვევაში, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ და ოჯახიდან მინიმუმ ერთი ემიგრანტი ჰყავთ.                                                                                                                                     

უნდა აღინიშნოს, რომ საქართვლოში არც ერთ არსებულ კვლევაში არ არის განხილული ენდოგენურობის საკითხები ოჯახის გადაწყვეტილებებზე მიგრაციის/ფულადი გზავნილების ეფექტის შესწავლისას. ამგვარად, აღნიშნული კვლევების შედეგებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ენდოგენურობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ამიტომ, მიზეზობრივი კავშირი მიგრაციას და შრომის ბაზარს შორის საქართველოში კვლავ შეუსწავლელია. ამასთან, არსებობს არამიგრანტების შრომის ბაზარზე ქცევის სხვა გამომწვევი მიზეზები, რომლებიც შედარებით შეუსწავლელია საქართველოს კონტექსტში. კერძოდ, ემიგრანტების შინ დარჩენილი შინ დარჩენილი ოჯახის წევრების არააქტიურობის მიზეზები (არის იგი გამოწვეული სტიმულის არარსებობით (შემოსავლის ეფექტით), საოჯახო საქმეების ჩანაცვლებით თუ განათლების ეფექტებით) საჭიროებს შემდგომ კვლევას.

ამ სტატიაში, ქართული ოჯახების კვლევის საფუძველზე ვცდილობთ შევავსოთ კვლევის ამ სფეროში დარჩენილი პრობლემები, რისთვისაც შევისწავლით შემდეგ საკითხებს:

  • მიგრაციის ეფექტი შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის ბაზარზე მონაწილეობაზე/არააქტიურობის გადაწყვეტილებაზე, სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით;                                                                                                                       
  • მიგრანტების გამგზავნ ოჯახებში შრომის ბაზარზე არააქტიურობის მიზეზები (კერძოდ, ვცდილობთ, დავადგინოთ, არააქტიურობა დამატებითი არაშრომითი შემოსავლით არის გამოწვეული, ჩანაცვლებით/საოჯახო საქმეებით თუ განათლების ეფექტით);

ამასთან, კვლევა ცდილობს, მეთოდურად გააუმჯობესოს საქართველოში ამ საკითხის არსებული კვლევა და ამისთვის ენდოგენურობის პრობლემა გაითვალისწინოს. ემპირიული სტრატეგია, რომელიც ზემოთ მოცემული მიზნების მიღწევისთვის გამოიყენება და რომელიც უფრო დეტალურად არის განხილული მომდევნო ნაწილში, ეყრდნობა ინსტრუმენტული ცვლადების მეთოდიკას ენდოგენურობის საკითხის შესასწავლად.

წინა კვლევების თეორიულ და ემპირიულ შედეგებზე დაყრდნობით ვვარაუდობთ, რომ აღმოვაჩენთ მიგრაციის უარყოფით და მნიშვნელოვან ეფექტს შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის ბაზარზე მონაწილეობაზე. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ეფექტები განსხვავებული იქნება სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით. ასევე, ვფიქრობთ, არამიგრანტების შრომის ბაზარზე არააქტიურობის ძირითადი მიზეზი შრომის ჩანაცვლება და განათლების ეფექტი  იქნება.

2. ემპირიული სტრატეგია

წინამდებარე ნაშრომში ვიკვლევთ შრომის ბაზარზე მიგრაციის გავლენის რამდენიმე ასპექტს. პირველი, ჩვენ ვიკვლევთ მიგრაციის ზოგად გავლენას შრომის მიწოდების შესახებ შინ დარჩენილი ნათესავების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით.  მეორე, ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ შრომის ბაზარზე არააქტიურიბის მიზეზები მიგრანტის გამგზავნი ოჯახის შინ დარჩენილ წევრებს შორის. აღნიშნული მიზნების მისაღწევად საჭიროა სხვადასხვა ეკონომეტრული სტრატეგიის გამოყენება. კერძოდ, პირველი საკითხის გადაჭრა შესაძლებელია პრობიტის რეგრესიის მოდელის გამოყენებით ინსტრუმენტულ ცვლადებთან ერთად (IV Probit), ხოლო იმისთვის, რომ პასუხები ბოლო საკითხზეც მივიღოთ, ვაპირებთ მრავალგანზომილიანი პრობიტის რეგრესიის გამოყენებას ინსტრუმენტულ ცვლადებთან ერთად. ქვემოთ ეს ორი ეკონომეტრული მიდგომა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი.

2.1. IV პრობიტის მოდელი. პირველ ეტაპზე, შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის შედეგებს ვიყენებთ როგორც ოჯახის მიგრაციის სტატუსის ფუნქციად, ასევე ვიყენებთ მთელ რიგ საკონტროლო ცვლადს შესაბამისი პერსონალური და ოჯახური მახასიათებლების ჩათვლით. რადგან შრომის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებების და ოჯახის მიგრაციის სტატუსის განსაზღვრა ერთობლივად არის შესაძლებელი, ვიყენებთ პრობიტის მოდელს ინსტრუმენტულ ცვლადებთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც დამოკიდებული ცვლადი, ასევე ენდოგენური დამოუკიდებელი ცვლადი დისკრეტული ბუნებისაა, ვაფასებთ შემდეგი ფორმის ორგანზომილებიან პრობიტის მოდელს:

სადაც Y*1i არის შრომის მიწოდების ლატენტური  ცვლადი, ხოლო Y1i - მაჩვენებლის ცვლადი, რომელიც უდრის ერთს იმ შემთხვევაში, თუ არამიგრანტი ოჯახის წევრი არააქტიურია შრომის ბაზარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნულის ტოლია. ასევე y2i  წარმოადგენს ფიქტიურ ცვლადს, რომელიც უდრის ერთს იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტი ცხოვრობს ოჯახში, სადაც მინიმუმ ერთი მიგრანტია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნულის ტოლია.y*2i არის მასთან დაკავშირებული ლატენტური ცვლადი. ჩვენ განვსაზღვრავთ y2i -ს,როგორც ,,მიგრანტის“ ცვლადი. ∏; და β'1 ; Y'1 ; Y'2  წარმოადგენენ შესაფასებელი პარამეტრების კოეფიციენტს და ვექტორებს, ხოლო ε1i და ε2i არის ცდომილების მაჩვენებლები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ერთობლივი ნორმალური განაწილების მოთხოვნებს ნულოვანი საშუალო მნიშვნელობით და 1-ის ტოლი დისპერსიის სიდიდით. კიდევ ერთი ვარაუდი ცდომილების მაჩვენებლებთან დაკავშირებით მდგომარეობს იმაში, რომ ε1i და ε2i დაკავშირებულია კორელაციის კოეფიციენტით ρ. ვექტორი X1i მოიცავს დამოუკიდებელ ცვლადებს, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების არჩევანზე, მონაწილეობა მიიღოს შრომის ბაზარზე. X2i არის ინსტრუმენტული ცვლადების ვექტორი, რომელიც გავლენას ახდენს მხოლოდ Y*2i -ზე, მაგრამ გამორიცხულია პირველი განტოლებიდან, რადგან ამ ვექტორში არსებული ცვლადები Y*1i -ზე პირდაპირ გავლენას არ მოახდენს. სისტემის (1)-ის პირველი განტოლება - სტრუქტურული განტოლებაა და ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენს, რადგან განსაზღვრავს სტრუქტურულ ურთიერთობას შრომის ბაზრის შედეგებს და მიგრაციას შორის. მეორე განტოლება (განტოლების შემცირებული ფორმა) ასრულებს დამხმარე ფუნქციას, განმარტავს ვარიაციას ენდოგენური ,,მიგრაციის“ ცვლადში მკაცრად ეგზოგენური ცვლადების  x1i და x2i  გამოყენებით. x1i და x2i   ვექტორებში მოცემული განმარტებითი ცვლადები  უფრო დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ.

საკონტროლო ცვლადების x1i  ვექტორი:

  • სქესი -არის ფიქტიური ცვლადი, რომელიც განსაზღვრავს რესპონდენტის სქესს;
  • ასაკი– აღნიშნავს რესპონდენტის ასაკს;
  • ასაკი კვადრატში– რესპონდენტის ასაკი კვადრატში;
  • ოჯახური მდგომარეობა – არის ფიქტიური ცვლადი, რომელიც უდრის ერთს, თუ რესპონდენტი დაოჯახებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნულის ტოლია;
  • ოჯახის უფროსი – არის ფიქტიური ცვლადი, რომელიც უდრის ერთს, თუ რესპონდენტი ოჯახის უფროსია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნულის ტოლია;    
  • ქრონიკული დაავადება – არის ფიქტიური ცვლადი, რომელიც უდრის ერთს, თუ რესპონდენტს მინიმუმ ერთი ქრონიკული დაავადება აღენიშნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნულის ტოლია;       
  • განათლება– ასახავს რესპონდენტის მიერ მიღწეული განათლების დონეს და წარმოდგენილია მთელი რიგი ფიქტიური ცვლადებით: უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება; საშუალო განათლება; არასრული საშუალო განათლება; 
  • დასახლების ტიპი – ეს არის დისკრეტული ცვლადი, რომელიც უდრის ერთს, თუ რესპონდენტი ქალაქში ცხოვრობს და უდრის ორს, თუ რესპონდენტი სოფლად ცხოვრობს;                                                                                  
  • არაშრომითი შემოსავლის კოეფიციენტი – გამოითვლება როგორც ოჯახის არაშრომითი შემოსავლის ბუნებრივი ლოგარითმი; 
  • განათლების მაქსიმალური დონე – კატეგორიული ცვლადი, რომელიც ასახავს ოჯახის წევრების მიერ მიღწეული განათლების მაქსიმალურ დონეს;
  • სიმდიდრე – ასახავს ოჯახების ზოგად კეთილდღეობას და გამოითვლება როგორც ოჯახის განკარგულებაში არსებული აქტივების და ქონების  ფაქტორთა მნიშვნელობა;
  • დამოკიდებულპირთაწილი – გამოითვლება როგორც ბავშვების და პენსიონერების თანაფარდობა ოჯახის მთლიან ზომასთან;

ინსტრუმენტული ცვლადი მაჩვენებლების ვექტორია  x2i:                                                                                          

  • მიგრაციის ქსელი (MN) გამოითვლება საქართველოს თითოეული რეგიონისთვის, როგორც იმ ოჯახების წილი რეგიონის ოჯახების მთლიან რაოდენობასთან მიმართებით, რომლის მინიმუმ ერთი წევრი მაინც იმყოფება საერთაშორისო ემიგრაციაში;                                                                                                 
  • მიგრაციის ქსელის ურთიერთქმედება უმაღლესი განათლების მქონე ოჯახის წევრების წილთან (MNHE) – ასახავს მიგრაციის ქსელის ცვლადის ურთიერთქმედებას ოჯახში უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობასთან.    
  • მიგრაციისქსელისურთიერთქმედებაზრდასრულიმამაკაცებისწილზე  (MNSA) – ასახავს მიგრაციის ქსელის ცვლადი მაჩვენებლის ურთიერთქმედებას ოჯახში მცხოვრები ზრდასრული მამაკაცების წილზე;

მიგრაციის ცვლადის განსაზღვრის ინსტრუმენტად მიგრაციის ქსელის გამოყენების მართებულობა დაადასტურა ბოლო დროს ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ [Amuedo-Dorantes  & Pozo, 2006; Görlich et al., 2007]. აღნიშნულ მოსაზრებას განამტკიცებს ის ფაქტი, რომ მიგრაციის ქსელები წარმოადგენს მნიშვნელოვან ხელშემწყობ მექანიზმს, რომელიც ეხმარება პირს საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასვლაში, შესაბამისად, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას მიგრაციის არჩევანისთვის. ამავე დროს, აღნიშნულ ცვლადს გააჩნია მცირე პირდაპირი ეფექტი შინ დარჩენილი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებებზე, მონაწილეობა მიიღონ შრომის ბაზარზე. MN ცვლადთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მას გააჩნია მცირე დისპერსია ინდივიდუალური ოჯახის დონეზე.  აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ვახდენთ MN ცვლადის ურთიერთქმედებას ოჯახში მცხოვრები ზრდასრული მამაკაცების წილთან და ოჯახში უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობასთან.

ორგანტოლებიან სისტემა (1)-ს ვაფასებთ ერთდროულად მაქსიმალური ალბათობის შეფასების ალგორითმის გამოყენებით.

2.2. მრავალგანზომილიანი პრობიტის მოდელი. ჩვენი შემდეგი მიზანია შინ დარჩენილი ოჯახის წევრების არააქტიურობაზე მიგრაციის გავლენის შეფასება. ამ ამოცანას ორი თანმიმდევრული ნაბიჯით ვასრულებთ. პირველი, ვაფასებთ ოჯახში მიგრანტის ყოლის ალბათობას პრობიტის რეგრესიის მოდელის გამოყენებით, რომელიც იგივეა, რაც განტოლებების სისტემა (1)-ის მეორე რეგრესია. ამ მოდელში საკონტროლო ცვლადების ვექტორი x1i  იგივეა, რაც განტოლების სისტემაში (1), ხოლო ინსტრუმენტული ცვლადების x2i  ვექტორი შეცვლილია და მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს:   

  • მიგრაციის ქსელი (MN) გამოითვლება საქართველოს თითოეული რეგიონისთვის, როგორც იმ ოჯახების წილი რეგიონის ოჯახების მთლიან რაოდენობასთან მიმართებით, რომლის მინიმუმ ერთი წევრი მაინც იმყოფება საერთაშორისო ემიგრაციაში;                                                       
  • დაბრუნებული მიგრანტი – ეს არის ფიქტიური ცვლადი, რომელიც უდრის ერთს, თუ ოჯახში მინიმუმ ერთი დაბრუნებული მიგრანტია,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნულის ტოლია;      
  • პლუს - მამაკაცი – ეს არის ფიქტიური ცვლადი, რომელიც უდრის ერთს, თუ ოჯახში ერთზე მეტი ზრდასრული მამაკაცია,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნულის ტოლია.
  • მიგრაციის ქსელის ურთიერთქმედება ზრდასრული მამაკაცების წილზე  (MNSA) – ასახავს მიგრაციის ქსელის ცვლადი მაჩვენებლის ურთიერთქმედებას ოჯახში მცხოვრები ზრდასრული მამაკაცების წილზე;

ამ განტოლების შეფასების შემდეგ განვსაზღვრავთ დამოკიდებულ ცვლადს და ,,მიგრანტის“ ცვლადის პროგნოზირებულ მაჩვენებელს ვიყენებთ დამოუკიდებელი ფაქტორის სახით შემდეგი ნაბიჯის დროს.                   

მეორე ეტაპზე, მრავალ არჩევანთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით ვიყენებთ მრავალგანზომილებიანი პრობიტის მოდელს გამოთვლის ალგორითმის სახით. ზოგადად, აღნიშნული მოდელი შესაძლოა შემდეგი სახით ჩამოყალიბდეს [Green, 2003]:                                                                            

სადაც J არის ალტერნატივის რიცხვი, ხოლო εj- ალტერნატივა J-ს ცდომილების ნიშნული.  რომელიმე კონკრეტული ალტერნატიული  m-ის არჩევანის ალბათობა შესაძლოა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი სახით:

 ამ კვლევაში განვასხვავებთ შრომის ბაზარზე არააქტიურობის სამ ალტერნატიულ მიზეზს: 

  • არააქტიურობა სტიმულის არარსებობის გამო - არააქტიურობა სტიმულის არარსებობის გამო, რომელიც გამოწვეულია საზღვარგარეთ წასული მიგრანტისგან მიღებული დამატებითი შემოსავლით;  
  • არააქტიურობა - ჩანაცვლება - არააქტიურობა ჩანაცვლების გამო, როდესაც შინ დარჩენილი ოჯახის წევრი შრომის ბაზარზე მონაწილეობას ანაცვლებს  საოჯახო საქმეებით;
  • არააქტიურობა - განათლება - არააქტიურობა განათლების მიღების გამო, როდესაც შინ დარჩენილი ოჯახის ახალგაზრდა წევრი შრომის ბაზარზე მონაწილეობას უმაღლესი განათლების დაწესებულებაში სწავლას  ამჯობინებს.

ამ ცვლადების ოპერაციონალიზციისათვის ვიყენებთ საქართველოს შინამეურნეობების გამოკითხვის კითხვარის შესაბამის კითხვას რომელიც ეხება შრომის ბაზარზე არააქტიურობის მიზეზებს.

არააქტიურობის სამი რეჟიმის გათვალისწინებით ვიყენებთ შემდეგი სამი განტოლების სისტემას:

 

სადაც,                      ε~N(0, Σ)

 

Yiწარმოადგენს არააქტიურობის ზემოთ აღწერილ ალტერნატიულ მიზეზს; Mipr არის ,,მიგრანტის“ ცვლადის პროგნოზირებული მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია შემცირებული განტოლებიდან; x1i - საკონტროლო ცვლადების ვექტორი, რომელიც იგივეა, რაც სისტემაში (1); μ1 , μ2 , μ3 არის პარამეტრები და  β'1 ; β'2 ; β'3 პარამეტრების ვექტორები, რომლებიც უნდა გამოითვალოს;   ε1i ; ε2i ; ε3i -ცდომილების მაჩვენებლები. არააქტიურობას სტიმულის არარსებობის გამო ძირითად კატეგორიად მივიჩნევთ. მოდელი გამოითვლება ერთდროულად, რომლის სიმულაცია მაქსიმალური ალბათობის შეფასების მეთოდიკით ხორციელდება.

3. შერჩევის და მონაცემების აღწერა 

კვლევის მონაცემების მთავარ წყაროს წარმოადგენს ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი, შინამეურნეობების ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც 2,784 ოჯახს მოიცავს და რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა[1] 2012 წლის მეოთხე კვარტალში ჩაატარა საქართველოს ყველა რეგიონში, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების გარდა. რადგან ჩვენი კვლევა მოიცავს ინდივიდუალურ პასუხებს, ყურადღებას გავამახვილებთ ინდივიდუალური მონაცემების აღწერაზე. მთლიანი შერჩევა მოიცავს 10,084 პირს, რომელთაგან 6,310 ადამიანი არის შრომის ასაკის მქონე - 15-65 წლის. პირველ ცხრილში მოცემულია აღწერილობითი სტატისტიკა ანალიზის დროს გამოყენებული ძირითადი ცვლადი მაჩვენებლების შესახებ. 

ცხრილი 1

შერჩევის მონაცემები (საშუალო მაჩვენებლები და სტანდარტული გადახრა)

ცვლადი მაჩვენებლები

საშუალო მაჩვენებელი

სტანდარტული გადახრა

მიგრანტები

0.0440

0.2052

მამაკაცი (ფიქტიური)

0.4755

0.4994

ასაკი

39.3

14.3

დაოჯახებული (ფიქტიური)

0.6483

0.4775

ოჯახის უფროსი (ფიქტიური)

0.2554

0.4361

ქრონიკული დაავადება (ფიქტიური)

0.1391

0.3461

უმაღლესი განათლება (ფიქტიური)

0.2489

0.4324

პროფესიული განათლება (ფიქტიური)

0.2237

0.4168

საშუალო განათლება (ფიქტიური)

0.4153

0.4928

ქალაქი

0.3792   

.4852

არა-შრომითი შემოსავალი

460.40   

531.11

დამოკიდებულ პირთა წილი

0.2918

0.2266

არააქტიური შრომის ბაზარზე 

0.2581

0.4376

არააქტიური  განათლების მიღების გამო 

0.0773

0.2671

არააქტიური  საოჯახო საქმეების შესრულების გამო

0.1045

0.3060

დასაქმებული

0.6358

0.4812

დაქირავებული დასაქმებული

0.2351

0.4241

თვითდასაქმებული

0.3980

0.4895

დაუსაქმებელი

0.1060

0.3078

                                                                                                                                                                            

როგორც ცხრილიდან ჩანს, ოჯახების 4%-ზე ოდნავ მეტს მინიმუმ ერთი საერთაშორისო მიგრანტი ჰყავს. საშუალო არაშრომითი შემოსავალი თვეში დაახლოებით 460 ლარია. რესპონდენტების გაცილებით დიდი რაოდენობა ცხოვრობს სოფლად (62%). შერჩევის 25%-ზე მეტი არააქტიურია შრომის ბაზარზე, მათ შორის რვა პროცენტი, რომელიც არააქტიურია უმაღლესი განათლების მიღების გამო, ათ პროცენტზე მეტი კი მონაწილეობას იღებს საოჯახო საქმეებში. შერჩევის თითქმის 64% დასაქმებულია, მათგან 23.5% დაქირავებული დასაქმებულია, ხოლო დაახლოებით 40%  - თვითდასაქმებული. შერჩევის დემოგრაფიული მახასიათებლები შემდეგი სახისაა: შერჩევის 47,55% მამაკაცია, რესპონდენტის საშუალო ასაკი 39.4 წელია. ზოგადად 64%-ზე მეტი დაოჯახებულია, 25,5% არის ოჯახის უფროსი, ხოლო ნიმუშის დაახლოებით თოთხმეტ პროცენტს აღენიშნება მინიმუმ ერთი ქრონიკული დაავადება. მიღებული განათლების დონის მიხედვით, თითქმის 25% უმაღლესი განათლება აქვს, 22%-ს პროფესიული განათლება, 41%-ს საშუალო განათლება და დანარჩენებს კი არასრული საშუალო განათლება.

4. კვლევის შედეგები                                                                                                                    

ამ ნაწილში მოცემულია შეფასების შედეგები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს მიგრაცია შრომის ბაზარზე შინ დარჩენილი ოჯახის წევრების ქცევაზე. სექციაში 4.1, განვიხილავთ მიგრაციის ეფექტს შინ დარჩენილი ოჯახის წევრების ზოგად გადაწყვეტილებაზე, მონაწილეობა მიიღონ შრომის ბაზარზე. ვიკვლევთ ამ ეფექტის ცვალებადობას სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით. შემდეგ სექციაში ვცდილობთ, გავარკვიოთ შრომის ბაზარზე არააქტიურობის მიზეზები - შინ დარჩენილი ოჯახის წევრების არააქტიურობა შემოსავლის ეფექტით არის გამოწვეული, ჩანაცვლების თუ განათლების ეფექტით

4.1. მიგრაციის ეფექტი შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის ბაზარზე მონაწილეობაზე პირველ რიგში განვსაზღვრავთ, გააჩნია თუ არა მნიშვნელოვანი გავლენა ოჯახში მიგრანტი წევრის ყოლას (წარმოდგენილია ცვლადით  ,,მიგრანტი“) შინ დარჩენილი წევრების შრომის ბაზარზე მონაწილეობაზე. IV პრობიტი მოდელის შედეგები მამაკაცების და ქალებისთვის მოცემულია მე-2 ცხრილში[2]. ცვლადის ,,მიგრანტის“ ზღვრული ეფექტები, სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით, მოცემულია მე-3 ცხრილში. შედარების მიზნით მე-3 ცხრილში ასევე ვაჩვენებთ ორივე ინსტრუმენტული ცვლადების პრობიტის (IV Probit)  და ჩვეულებრივი პრობიტის რეგრესიის მოდელების შეფასებებს.

პირველ რიგში, განვიხილავთ შეფასების მოდელების მართებულობას და მიზანშეწონილობას. ,,მიგრანტის“ ცვლადის ეგზოგენურობის Wald ტესტი აჩვენებს, რომ ერთი მოდელის გამოკლებით (განტოლება: მამაკაცი-სოფელი) ხი-კვადრატის p-კოეფიციენტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია ყველა რეგრესიის შემთხვევაში (იხ. ცხრილი 2 და 3). ეს ტესტები აჩვენებს, რომ თითქმის ყველა განტოლებაში ცვლადი ,,მიგრანტი“ ენდოგენურია და შესაბამისად, IV პრობიტის რეგრესია უკეთესი ტექნიკაა თანმიმდევრული მაჩვენებლების მოსაპოვებლად. შეზღუდვების განმსაზღვრელი ტესტი (Amemiya–Lee–Newey Minimum ტესტი) გვიჩვენებს, რომ მოდელში გამოყენებული ინსტრუმენტები (მიგრანტების ქსელის ურთიერთქმედება ზრდასრული მამაკაცების წილთან და უმაღლესი განათლების მქონე ოჯახის წევრების წილთან) საფუძვლიანია, ე.ი. არ უკავშირდება ცდომილების მაჩვენებელს სტრუქტურულ განტოლებაში.  ამგვარად, IV პრობიტის მოდელი წარმოადგენს შეფასების მართებულ მეთოდიკას და შერჩეული ინსტრუმენტები გამართლებულია, ხოლო მიგრაციის ცვლადის ენდოგენურობის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა მიკერძოებული და არათანმიმდევრული შეფასების შედეგები მოგვცეს. ამასთან, ამ ორი მიდგომის მაჩვენებლების შედარება გვიჩვენებს (იხ. ცხრილი 3), რომ პრობიტის მოდელებში, რომლებიც არ ითვალისწინებს ენდოგენურობის პრობლემას, მიგრაციის ეფექტები უმნიშვნელოა, ან უმეტეს შემთხვევებში არასწორი ნიშნები აქვს, ხოლო IV პრობიტის განტოლებები უზრუნველყოფს მიგრაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტების დადგენას შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომითი საქმიანობის გადაწყვეტილებებზე. ამ თავში შემდგომი მსჯელობა დაეთმობა მხოლოდ IV პრობიტის რეგრესიის მოდელებიდან მიღებულ შედეგებს.

ცხრილი 2

 არააქტიურობის IV პრობიტი მოდელი სქესის მიხედვით 

ცვლადები

ქალი

მამაკაცი

კოეფიციენტი

რობასტული სტანდარტული გადახრა

(Robust S.E)

კოეფიციენტი

რობასტული სტანდარტული გადახრა

(Robust S.E)

სტრუქტურული განტოლება   

დამოკიდებული ცვლადი: არააქტიურობა შრომის ბაზრებზე 

მიგრანტი

0.3145***

0.081

-0.437***

0.075

ასაკი

-0.136***

0.033

-0.109***

0.039

ასაკი კვადრტში

0.140***

0.034

0.138***

0.050

დაოჯახებული (ფიქტიური)

0.187**

0.081

-0.183

0.146

ოჯახის უფროსი (ფიქტიური)

0.121

0.081

-0.193**

0.091

ქრონიკული დაავადება (ფიქტიური)

0.141*

0.072

0.262*

0.154

უმაღლესი განათლება (ფიქტიური)

-0.668***

0.194

-0.752**

0.307

პროფესიული განათლება (ფიქტიური)

-0.517***

0.135

-0.604**

0.271

საშუალო განათლება (ფიქტიური)

-0.425***

0.101

-0.388*

0.208

დასახლების ტიპი (1 -ქალაქი; 2 სოფელი)

-0.411***

0.110

-0.293**

0.135

არაშრომითი შემოსავლის კოეფიციენტი 

-0.051**

0.020

0.091***

0.015

მიღებული განათლების მაქსიმალური დონე    

0.041**

0.020

0.048**

0.022

სიმდიდრე (ფაქტორის კოეფიციენტი) 

-0.00261

0.002

-0.003

0.002

დამოკიდებულ პირთა წილი

0.485***

0.092

-0.192

0.122

მუდმივა

3.327***

0.721

1.759**

0.736

შემცირებული განტოლება

დამოკიდებული ცვლადი:  მიგრანტი

მიგრანტთა ქსელი

0.348**

0.165

0.1758

0.1435

მიგრანტების ქსელების ურთიერთქმედება ოჯახში ზრდასრული მამაკაცების წილთან 

0.485**

0.228

-0.3599*

0.2160

მიგრანტების ქსელების ურთიერთქმედება ოჯახში უმაღლესი განათლების მქონე ზრდასრულების  წილთან   

-0.539**

02.15

-0.4999**

0.2225

ასაკი

-0.0007

0.002

-0.0034

0.0018

კვადრატული ასაკი

0.0006

0.002

0.0041

0.0022

დაოჯახებული (ფიქტიური)

0.0068

0.009

0.0129

0.0095

ოჯახის უფროსი (ფიქტიური)

-0.0013

0.012

-0.0060

0.0088

ქრონიკული დაავადება (ფიქტიური)

0.0032

0.0107

-0.0061

0.0111

უმაღლესი განათლება (ფიქტიური)

0.0014

0.018

-0.0002

0.0177

პროფესიული განათლება (ფიქტიური)

0.0065

0.015

-0.0077

0.0152

საშუალო განათლება (ფიქტიური)

0.0184

0.013

0.0078

0.0122

დასახლების ტიპი (1 -ქალაქი; 2 სოფელი)

-0.0052

0.008

-0.0047

0.0079

არაშრომითი შემოსავლის კოეფიციენტი 

0.0166***

0.002

0.0129***

0.0020

მიღებული განათლების მაქსიმალური დონე    

0.0052*

0.002

0.0049*

0.0029

სიმდიდრე (ფაქტორის კოეფიციენტი) 

-0.00002

0.00029

-4,17E-06

0.0002

დამოკიდებულ პირთა წილი

-0.039***

0.0157

-0.0764**

0.0210

მუდმივა

-0.092**

0.046

0.0204

0.0409

 

დაკვირვებების რაოდენობა       

3,309

3,001

Wald chi2(30)    

1156.44

849.71

Prob > chi2      

0.0000

0.0000

ფსევდოალბათობის კოეფიციენტი

-1234.5743

-238.25138

/athrho

-0.878***  

0.315 

1.254**  

0.506

/lnsigma

-1.556***  

0.036

-1.638*** 

0.0421

ენდოგენურობის Wald ტესტი (/athrho=0)

chi2(1) =     7.75; 

Prob > chi2 = 0.0054

chi2(1) =     6.14;

 Prob > chi2 = 0.0132

განმსზაღვრელი შეზღუდვების ტესტი:     Amemiya-Lee-Newey minimum chi-sq statistic   

Chi-sq(2)  =  0.598; 

P-value = 0.7415

Chi-sq(2) = 0.533;

P-value = 0.7661

შენიშვნები:

*** — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი  p < 0.01 დონეზე; ** — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი    p < 0.05 დონეზე; * — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი  p < 0.1 დონეზე

             

 ცხრილი 3

 მიგრაციის ზღვრული ეფექტი შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის ბაზარზე მონაწილეობაზე სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით

შეფასების მეთოდი/მიგრანტის სტატუსი 

ქალი

მამაკაცი 

ქალი

მამაკაცი

ქალაქი

სოფელი 

ქალაქი

სოფელი

IV პრობიტი (ორგანზომილებიანი პრობიტი)   

მიგრანტი

m.e

0.0952***

-0.133***

0.169***

0.0974***

-0.153**

-0.083

Wald ტესტი chi.sq.

7.75***

6.14**

13.67***

6.33**

3.74*

1.83

პრობიტის მოდელი

მიგრანტი

m.e

-0.0752**

-0.005

-0.050

-0.088**

0.0388

-0.0268

შენიშვნები: m.e.- საშუალო ზღვრული ეფექტი

*** — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი  p < 0.01 დონეზე; ** — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი    p < 0.05 დონეზე; * — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი  p < 0.1 დონეზე

მე მე-2 და მე-3 ცხრილებში მოცემული მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო მიგრაცია არა-მიგრანტების შრომის ბაზარზე მონაწილეობის გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. სოფლად მამაკაცების შრომითი საქმიანობის გამოკლებით, ცვლადს ,,მიგრანტი“ გააჩნია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა (p<0,05 დონეზე).

მე-2 ცხრილის მიხედვით, საკონტროლო ცვლადების ეფექტები მამაკაცების და ქალების არააქტიურობის გადაწყვეტილებაზე უმეტეს შემთხვევაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ფიქსირდება მოსალოდნელი ნიშნები. მაგალითად, ასაკი ამცირებს არააქტიურობის ალბათობას როგორც მამაკაცების, ასევე ქალების შემთხვევაში. ოფიციალურ ქორწინებაში ყოფნა ზრდის შრომის ბაზარზე არამონაწილეობის ალბათობას ქალებისთვის, ხოლო მამაკაცებისთვის ეს ცვლადი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის. პირიქით, ოჯახის უფროსობა ამცირებს მამაკაცების არააქტიურობის ალბათობას, თუმცა, არ მოქმედებს ქალის გადაწყვეტილებაზე შრომის ბაზარზე მონაწილეობის შესახებ. ქრონიკული დაავადება ამცირებს შრომითი აქტივობის ალბათობას როგორც ქალების, ასევე მამაკაცების შემთხვევაში, თუმცა, მხოლოდ 10% მნიშვნელობის დონეზე. კვლევა აჩვენებს განათლების  მოსალოდნელ და მნიშვნელოვან ეფექტს. რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო დაბალია შრომის ბაზარზე არააქტიურობის ალბათობა როგორც მამაკაცების, ასევე ქალების შემთხვევაში. განათლების ეფექტი განათლების მაღალ დონეზე კიდევ უფრო ძლიერდება. როგორც ქალები, ასევე მამაკაცები ნაკლებად არიან არააქტიურები სოფლად, ვიდრე ურბანული ტიპის დასახლებაში. არაშრომითი შემოსავლის ზემოქმედება გამოირჩევა მოსალოდნელი ნიშნებით მამაკაცების შემთხვევაში, ხოლო ქალების განტოლების თანახმად, იგი მოულოდნელად ასტიმულირებს შრომის ბაზარზე მონაწილეობას. დამოკიდებულ პირთა წილის ზრდა (შვილები და პენსიონერები) ამცირებს ქალების შრომით ბაზარზე მონაწილეობის ალბათობას, თუმცა გავლენას არ ახდენს მამაკაცების გადაწყვეტილებაზე. ჩვენი მოლოდინის საპირისპიროდ,  ვერ ვხედავთ ოჯახის სიმდიდრის მაჩვენებლის მნიშვნელოვან გავლენას მამაკაცის და ქალის გადაწყვეტილებაზე შრომის ბაზარზე მონაწილეობის შესახებ.

4.2. შინ დარჩენილი ოჯახის წევრების არააქტიურობის მიზეზების განმარტება. ამ თავში განვიხილავთ მიგრანტების გამგზავნი ოჯახის წევრების არააქტიურობის ალტერნატიულ განმარტებას. კერძოდ, შესწავლილია სამი ეფექტი: სტიმულის არარსებობა, რაც გამოწვეულია ფულადი გზავნილების სახით მიღებული დამატებითი არაშრომითი შემოსავლით; ჩანაცვლება, რაც შრომის ბაზარზე მონაწილეობის ნაცვლად საოჯახო საქმეების შესრულებას გულისხმობს და განათლების მიღება, რა შემთხვევაშიც შრომის ბაზარზე არააქტიურობა უმაღლესი განათლების მიღების პროცესით აიხსნება. მრავალგანზომილებიანი პრობიტი მოდელის შეფასების შედეგები მოცემულია მე-4 ცხრილში.

ცხრილი 4

მრავალგანზომილიანი პრობიტი მოდელი არააქტიურობის მიზეზების შესახებ 

ცვლადები

განათლების ეფექტი

ჩანაცვლების ეფექტი

კოეფიციენტი

ბუტსტრა-

პირებული სტანდარტული გადახრა

კოეფიციენტი

ბუტსტრა-

პირებული სტანდარტული გადახრა

,,მიგრანტის“ პროგნოზირებული

მაჩვენებელი

 0.6032**

0.254

1.207***

0.228

მამაკაცი (ფიქტიური)

 -0.682***

0.185

-4.276***

0.529

ასაკი

-0.415***

0.063

0.211***

0.041

კვადრატული ასაკი

0.333***

0.078

-0.336***

0.052

დაოჯახებული (ფიქტიური)

-0.537**

0.249

1.464***

0.176

ოჯახის უფროსი (ფიქტიური)

1.227**

0.474

0.609**

0.261

ქრონიკული ავადმყოფობა (ფიქტიური)

-1.090***

0.405

-0.274

0.220

უმაღლესი განათლება (ფიქტიური)

-0.685

0.463

1.375***

0.328

პროფესიული განათლება (ფიქტიური)

-2.568***

0.836

1.186***

0.292

საშუალო განათლება (ფიქტიური)

-0.133

0.234

0.518**

0.233

დასახლების ტიპი (1 -ქალაქი; 2 სოფელი)

-0.607***

0.202

0.102

0.156

არაშრომითი შემოსავლის კოეფიციენტი 

-0.0218187

0.075

-0.206***

0.065

განათლების მაქსიმალური დონე 

0.104***

0.047

-0.161***

0.049

სიმდიდრე (ფაქტორის კოეფიციენტი)

0.035***

0.007

0.024***

0.006

დამოკიდებულ პირთა წილი

0.226

0.447

0.619*

0.331

მუდმივა

7.513***

1.082

-2.197**

0.873

საბაზისო კატეგორია: სტიმულის არარსებობის ეფექტი

დაკვირვებების რაოდენობა    

1,629

Wald chi2(30)    

510.98

Prob > chi2      

0.0000

ფსევდოლაბათობის კოეფიციენტი

-611.45622               

 

 

 

 

 

შენიშვნები:

*** — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი  p < 0.01 დონეზე; ** — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი    p < 0.05 დონეზე; * — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი  p < 0.1 დონეზე

 ამ მოდელში სტიმულის არარსებობის ეფექტი გამოიყენება ძირითადი კატეგორიის სახით. ასევე, ამ მოდელში ვითვალისწინებთ მხოლოდ იმ მიგრანტებს, რომლებიც ბირთვულ ოჯახებს მიეკუთვნებიან. მე-4 ცხრილის მიხედვით, ოჯახში მიგრანტის ყოლა მნიშვნელოვნად (1% დონეზე) ზრდის შინ დარჩენილი ოჯახის წევრების არააქტიურობის ალბათობას განათლების მიღების ან ჩანაცვლების ეფექტის გამო, სტიმულის არარსებობით გამოწვეული არააქტიურობასთან შედარებით. მოდელში გამოყენებული კონტროლის სხვა ცვლადები ზოგადად გამოირჩევა მოსალოდნელი ნიშნით და სტატისტიკური მნიშვნელობებით. შინ დარჩენილი წევრების არააქტიურობის მიზეზებზე ,,მიგრანტის“ ცვლადის  ზღვრული ეფექტების ანალიზი მოცემულია მე-5 ცხრილში, სადაც ნაჩვენებია, რომ ცხოვრება მიგრანტის გამგზავნ ოჯახში 1.2 პროცენტით ზრდის არააქტიურობის ალბათობას უმაღლესი განათლების მიღების პროცესში ჩართვის გამო. მიგრაციის ეფექტი ჩანაცვლებაზე კიდევ უფრო ძლიერია, შრომის ბაზარზე მონაწილეობის საოჯახო საქმეებით ჩანაცვლების ალბათობა მიგრანტის გამგზავნ ოჯახში 10.8 პროცენტით იზრდება, ამავდროულად, მიგრაციის შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავლის გამო მუშაობის სტიმულის არარსებობით გამოწვეული არააქტიურობა 12.0%-ით ნაკლებად არის მოსალოდნელი მიგრანტის გამგზავნ ოჯახში.

ცხრილი 5

მიგრაციის ზღვრული ეფექტები შინ დარჩენილი ოჯახის წევრების არააქტიურობის მიზეზებზე   

შეფასების ტექნიკა

არააქტიურობის მიზეზები

სტიმულის არარსებობის ეფექტი

განათლების მიღების ეფექტი

ჩანაცვლების ეფექტი

მრავალგანზომილიანი პრობიტის მოდელი

-0.1203***

0.01204*

0.1082***

მრავალგანზომილიანი ლოგიტის მოდელი 

-0.1233***

0.01455*

0.1087***

შენიშვნები:

*** — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი  p < 0.01 დონეზე; ** — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი    p < 0.05 დონეზე; * — კოეფიციენტი მნიშვნელოვანი  p < 0.1 დონეზე

 ჩვენი მოდელის უტყუარობის შემოწმების მიზნით გამოვითვალეთ იგივე ეფექტი მრავალგანზომილიანი ლოგიტის მოდელის გამოყენებით. მიგრაციის ზღვრული ეფექტები მრავალგანზომილიანი ლოგიტის მოდელი, რაც მე-5 ცხრილშია მოცემული, მხოლოდ მცირე სხვაობას აჩვენებს მრავალგანზომილებიანი პრობიტის მოდელთან შედარებით, რაც გვიჩვენებს, რომ ჩვენი შედეგები უტყუარია.

რომ შევაჯამოთ, მიღებული შეხედულება მიგრაციის შედეგების შესახებ შრომის ბაზარზე მდგომარეობს იმაში, რომ მიგრაციას გააჩნია სტიმულის არარსებობის ეფექტი შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის ბაზარზე მონაწილეობაზე, რადგან მიგრანტი შინ დარჩენილ ოჯახის წევრებს დამატებითი შემოსავლით უზრუნველყოფს. თუმცა, ჩვენი კვლევის შედეგები არ ადასტურებს  ამ შეხედულებას. წინამდებარე კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მიგრაცია იწვევს შინ დარჩენილი ოჯახის წევრების  არააქტიურობას ძირითადად შრომის ჩანაცვლების ან განათლების მიღების გამო.

დასკვნა

წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია საქართველოში  მიგრაციას და შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის ბაზარზე მოქმედებას შორის ურთიერთკავშირი. ქართული ოჯახების კვლევის საფუძველზე შევეცადეთ პასუხი გაგვეცა ეკონომიკურ ლიტერატურაში შედარებით შეუსწავლელ საკითხებზე. პირველი, ჩვენ გამოვიყენეთ ინსტრუმენტული ცვლადების მეთოდიკა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად მიგრაციას და შრომის ბაზრის შედეგებს შორის საქართველოში. ჩვენმა ანალიზმა დაადასტურა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მიგრაცია და არამიგრანტი ნათესავების გადაწყვეტილებები შრომის ბაზარზე მონაწილეობის დაკავშირებით ერთობლივად განისაზღვრება (ანუ მათ შორის ენდოგენური კავშირი არსებობს). კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო მიგრაცია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შინ დარჩენილი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებებს შრომის ბაზარზე მონაწილეობის შესახებ და ეს გადაწყვეტილებები არსებითად განსხვავდება სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით. შინ დარჩენილი ქალების შემთხვევაში მიგრაციის ეფექტი მათ გადაწყვეტილებაზე შრომით ბაზარზე მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვანია და მოსალოდნელი ნიშნით ხასიათდება. ასევე, ეს ეფექტი გარკვეულწილად უფრო ძლიერია იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ. თუმცა, კვლევის შედეგების მიხედვით, მიგრანტის ყოლა ზრდის მამაკაცების შრომის ბაზარზე მონაწილეობის ალბათობას ურბანული ტიპის დასახლებაში (სოფლად ეს ეფექტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის). თეორიული თვალსაზრისით ეს შედეგი შეიძლება აიხსნას მიგრანტის და არამიგრანტი ოჯახის წევრების მიერ ოჯახში შესრულებული ფუნქციების კომპლემენტარობით.

მეორე,  ჩვენ შევისწავლეთ მიგრანტების გამგზავნი ოჯახის წევრების არააქტიურობის ალტერნატიული განმარტებები. კერძოდ, შესწავლილია სამი ეფექტი: სტიმულის არარსებობა, რაც გამოწვეულია ფულადი გზავნილების სახით მიღებული დამატებითი არაშრომითი შემოსავლით; ჩანაცვლება, რაც შრომის ბაზარზე მონაწილეობის ნაცვლად საოჯახო საქმეების შესრულებას გულისხმობს და განათლების მიღება, რა შემთხვევაშიც შრომის ბაზარზე არააქტიურობა უმაღლესი განათლების მიღების პროცესით აიხსნება. მრავალგანზომილებიანი პრობიტი მოდელის გამოყენებით დავადგინეთ, რომ მიგრაციის შედეგების შესახებ შრომის ბაზარზე  მიღებული შეხედულება იმის შესახებ, რომ მიგრაციას გააჩნია სტიმულის არარსებობის ეფექტი შინ დარჩენილი ოჯახის წევრების შრომის ბაზარზე მონაწილეობაზე, რადგან მათ დამატებითი შემოსავლით უზრუნველყოფს, საქართველოს შემთხვევაში არ დადასტურდა. წინამდებარე კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მიგრაცია იწვევს შინ დარჩენილი ოჯახის წევრების არააქტიურობას ძირითადად შრომის ჩანაცვლების ან განათლების მიღების ეფექტის მეშვეობით.

ფინასური მხარდაჭერა

კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინასური მხარდაჭერით [№ 217556, მიგრაცია, შრომის მიწოდება და სკოლის მიღწევები: საქართველოს მაგალითზე].

გამოყენებული ლიტერატურა.

  1. Acosta, P. (2006). Labor supply, school attendance, and remittances from international migration: The case of El Salvador. Policy Research Working Paper Series 3903, The World Bank. http://dx.doi.org/10.1596/1813-9450-3903
  2. Airola, J. (2008). Labor supply in response to remittances income: The case of Mexico. The Journal of Developing Areas, 41(2), 69-78
  3.  Amuedo-Dorantes, C. (2006). Remittances and their microeconomic impacts: Evidence from Latin America. Proceedings of the 2006 Conference on Migration, Trade, and Development. Federal Reserve Bank of Dallas, Dallas, Texas. http://dallasfed.org/assets/documents/research/pubs/migration/amuedo.pdf  
  4. Amuedo-Dorantes, C., & A. Pozo (2006). Migration, remittances and male and female employment patterns. American Economic Review (Papers and Proceedings) 96 (2), 222–226.
  5. Berulava G. & G. Chikava (2012). The determinants of household labour supply in Georgia, France and Romania: A comparative study. Eurasian Journal of Business and Economics, 5(9), 141-164. 
  6. Binzel, C., & R. Assaad (2011). Egyptian men working abroad: Labour supply responses by the women left behind. Labour Economics, 18, 98-114. DOI: http://doi.org/10.1016/j.labeco.2011.03.002.
  7. Blundell, R., P.-A. Chiappori, T. Magnac and C. Meghir (2007). Collective labor supply: Heterogeneity and nonparticipation. Review of Economic Studies,74, 417-455.
  8. Cabegin, A. (2006). The effect of Filipino overseas migration on the non-migrant spouse’s market participation and labor supply behavior. Discussion Paper 2240. Bonn: IZA. http://ftp.iza.org/dp2240.pdf
  9. Chiappori, P.-A. (1988). Rational household labor supply. Econometrica,56, 63-89.
  10. Chiappori, P.-A., Fortin, B. and G. Lacroix (2002). Marriage market, divorce legislation, and household labor supply. Journal of Political Economy,vol.10(1), 37-72.
  11. Danzer, A. M., & B. Dietz (2009). Temporary labour migration and welfare at the new European fringe: A comparison of five Eastern European countries. IZA Discussion paper No. 4142. http://www.oei-dokumente.de/publikationen/wp/wp-273.pdf
  12. Fortin, B. & G. Lacroix, (1997). A test of neoclassical and collective models of household labor supply. Economic Journal,107, 933-955.
  13. Funkhouser, E. (1992). Migration from Nicaragua: Some recent evidence. World Development, 20, 1209-1218.
  14. Gerber, T.P., & K. Torosyan (2013). Remittances in the Republic of Georgia: Correlates, economic impact, and social capital formation. Demography, Springer, 50(4), 1279-1301.
  15. Görlich, D., T. O. Mahmoud, & C. Trebesch (2007). Explaining labour market inactivity in migrant-sending families: Housework, hammock, or higher education. Kiel Working Paper №1391, December, Kiel Institute for the World Economy. https://www.econstor.eu/bitstream/10419/4121/1/kap1391.pdf
  16. Green, H. W. (2003). Econometric analysis. 5th ed. Prentice-Hall, Inc. Englewood Cliffs, New Jersey.
  17. Karymshakov, K. & Sulaimanova, B. (2017). Migration impact on left-behind women’s labour participation and time-use: Evidence from Kyrgyzstan. WIDER Working Paper 2017/119. Helsinki: UNU-WIDER. https://www.wider.unu.edu/sites/default/files/wp2017-119.pdf
  18. Kim, N. (2007). The impact of remittances on labor supply: The case of Jamaica. World Bank Policy Research Working Paper 4120, February. http://documents.worldbank.org/curated/en/926051468044132562/pdf/wps4120.pdf
  19. Lokshin, M., & E. Glinskaya (2009). The effect of male migration on employment patterns of women in Nepal. World Bank Economic Review, 23(3), 481–507.
  20. Mendola, M., & G. Carletto (2009). International migration and gender differentials in the home labor market: Evidence from Albania. The World Bank Policy Research Working Paper  № 4900. http://documents.worldbank.org/curated/en/892271468006291314/pdf/WPS4900.pdf
  21. OECD/CRRC-Georgia (2017). Interrelations between public policies, migration and developmentin Georgia. OECD Development Pathways, OECD Publishing, Paris. http://dx.doi.org/10.1787/9789264272217-en
  22. Rodriguez, E. R., & E.R. Tiongson (2001). Temporary migration overseas and household labor supply: Evidence from urban Philippines. International Migration Review, 35(3), 709-725.
  23. Woodruff, C. & R. Zenteno (2007). Migration networks and microenterprises in Mexico. Journal of Development Economics, 82, 509–528.


[2] ამ ცხრილში მოცემულია რეგრესიის კოეფიციენტები და არა ზღვრული ეფექტები  რის. აღნიშნული მიზნების მისაღწევად საჭიროა სხვადასხვა ეკონომეტრული სტრატეგიის გამოყენება. კერძოდ, პირველი საკითხის გადაჭრა შესაძლებელია პრობიტის რეგრესიის მოდელის გამოყენებით ინსტრუმენტულ ცვლადებთან ერთად (IV Probit), ხოლო იმისთვის, რომ პასუხები ბოლო საკითხზეც მივიღოთ, ვაპირებთ მრავალგანზომილიანი პრობიტის რეგრესიის გამოყენებას ინსტრუმენტულ ცვლადებთან ერთად. ქვემოთ ეს ორი ეკონომეტრული მიდგომა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი.